ჰოლანდიაში მალაიზიური ბოინგის ავიაკატასტროფაში დაღუპულები გაიხსენეს

ჰოლანდიაში დონბასსთან მომხდარ ავიაკატასტროფას იხსენებენ. ამსტერდამში ერთ-ერთ საკონფერენციო დარბაზში მალაიზიური ბოინგის ავიაკატასტროფაში დაღუპული ადამიანების 1600 ნათესავი და მეგობარი შეიკრიბა. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტა“ იუწყება. დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. ჟურანლისტებისთვის გვერდითა დარბაზში ტელეტრანსლაცია მიმდინარეობდა.
დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ნიდერლანდების მეფე ვილემ ალექსანდრე, დედოფალი მაქსიმა და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე სიტყვით გამოვიდა. მსხვერპლთა 30-მა მეგობარმა და ნათესავმა კი თანმიმდევრობით 298 დაღუპულის სახელები წარმოთქვა. დაღუპულთა 4-მა ახლობელმა მოკლე მიმართვა და ლექსი წაიკითხა.
შეგახსენებთ, რომ მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შედეგად 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები