ყავა მკერდის ზომას ამცირებს?
შვეიცარიის ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა, რომელშიც მონაწილეობა სუსტი სქესის წარმომადგენლებმა სიამოვნებით მიიღეს. ქალბატონებს ყავის დალევა ყოველდღიურად მოუწიათ, მკვლევარები კი ამ დროს მათი მკერდის ზომის ცვლილებას აკვირდებოდნენ. გამოკვლევამ აღმოაჩინა, რომ ყავის მოყვარულ ქალბატონებს მკერდის ზომა 17%-ით უმცირდებათ.
მაგრამ საქმე არც ისე ცუდად არის. იმისთვის, რომ ყავამ დადებითად იმოქმედოს, საჭიროა დღეში სამი ჭიქის დალევა. მეცნიერები ამშვიდებენ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, ვისაც მკერდის ზომა „პატარა“, ან „საშუალო აქვს, რადგან მათზე ამ გამოკვლევის შედეგი დიდად შესამჩნევი არ იყო, ხოლო დიდი ზომის მქონე ქალბატონებს შედეგი დაეტყოთ.
მეცნიერები თვლიან, რომ ყავა მკერდის კიბოს განვითარების რისკს ამცირებს, რადგან ყავა ქალებში კაცის ჰორმონს არეგულირებს.