ეუთო: დონეცკთან კვლავ სამხედრო კოლონა გამოჩნდა

ეუთოს დამკვირვებლებმა უკრაინაში, დონეცკთან, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 2 სამხედრო კოლონა შენიშნეს, რომელიც მძიმე შეიარაღებით დატვირთული 17 სატვირთო მანქანისგან შედგება, – წერს „ბი-ბი-სი“.
როგორც ეუთოს მონიტორინგის სპეციალური მისიის ანგარიშშია ნათქვამი, 17 სატვირთო მანქანა დონეცკთან, სოფელ სვერდლოვოში აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით, 5 სატვირთო მანქანა „გრადის“ მოწყობილობაზე იყო დამაგრებული. 2 სატვირთო მანქანაში საბრძოლო მასალები იყო. ფორმიანი პერსონალი დამკვირვებლებს არ შეუმჩნევიათ.
კიდევ ერთი კოლონა დამკვირვებლებმა დონეცკის აღმოსავლეთით შეამჩნიეს, რომელიც ასევე 17 „კამაზისგან“ შედგებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები