„Вести.Ru:“: ბრიტანეთში ბავშვის სიკვდილში დამნაშავე ძიძის მოჩვენება გადაიღეს

 

        ოქსფორდის მცხოვრების მიშელ მორისის მტკიცებით, მან 1920 წელს ლენგსმიდების სახლში ბავშვის სიკვდილში დამნაშავე ძიძის მოჩვენებას გადაუღო სურათი. ამის შესახებ „ვესტი.რუ“ იუწყება.
მიშელ მორისის მიერ გადაღებულ ფოტოებზე თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალის ფიგურა ჩანს, რომელიც დიდი ხნის წინ დაცარიელებული სახლის ფანჯარასთან დგას. ლეგენდის თანახმად, ამ ორსართულიან სახლში ოდესღაც ოჯახი ცხოვრობდა, რომლის ბავშვი ხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. მორისის თქმით, ამ უბედურებით დაღუპული ძიძის მოჩვენება სამუდამოდ ძველ შენობაში ჩასახლდა.
მიშელ მორისი ამბობს, რომ ის და კიდევ რამდენიმე ადამიანი ღამით ლენგსმიდების სახლთან მივიდნენ. „მეორე სართულზე რაღაც უცნაური გამოჩნდა“, – განაცხადა ქალმა, რომელიც მოჩვენებებზე მონადირეების კლუბშია გაწევრიანებული. მორისის განცხადებით, ის პირველი არ არის, ვინც ძველ სახლში მოჩვენება ნახა. ქალის მონაყოლით, აქ გარდაცვლილი ბიჭის მოჩვენებაც ნახეს, რომელიც ჩურჩულებდა: „ხიდან ჩამოვვარდი“.
მიშელ მორისი აცხადებს, რომ გამოძიების გაგრძელებას განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები