შიო lll-მ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე მიიღო
“ამა წლის 4 ივნისს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე – ზაზა ვაშაყმაძე მიიღო”, – ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრება მიილოცა, შემდეგ კი გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა, ამოცანები და განხორციელებული პროექტები.
“მან განსაკუთრებით აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების დარღვევის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დევნისა და შევიწროების, ღვთისმსახურების შეზღუდვის, ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში საკულტო ნაგებობების ხელყოფისა და მათში ქართული კულტურული იდენტობის მოშლის ფაქტები”, – წერია ინფორმაციაში.