ბოტანიკურ ბაღში ტონინო გუერას სახელობის ფესტივალი „მწვანე საღამოები“ გაიმართება

6 და 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია ღონისძიებების სივრცეში, ბუნებისა და ხელოვნების ფესტივალი „მწვანე საღამოები/Serate Verdi“ გაიმართება, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი იტალიელი პოეტის, მწერლის, მხატვრის, მოქანდაკის, სცენარისტისა და კულტურის მოღვაწის, ტონინო გუერას ხსოვნას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ტონინო გუერას შემოქმედებითი მემკვიდრეობა მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად აღიარებულ მრავალ სცენარს აერთიანებს. მას განსაკუთრებული კავშირი ჰქონდა საქართველოსთან და ქართველ ხელოვანებთან. ფესტივალი ტონინო გუერას საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით, საქართველოში იტალიის საელჩოს, თბილისის მერიისა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით ტარდება.

6 ივნისს, 20:00 საათზე, ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება იტალიელი მომღერლის კონსუელო ალფიერისა და მისი ბენდის კონცერტით, ფესტივალის მეორე დღეს, 7 ივნისს ბოტანიკურ ბაღში, ტონინო გუერას სახელობის „დავიწყებული ხეხილის ხეივანში’’ იშვიათი და დავიწყებული ქართული ხეხილის ნერგების დარგვის ცერემონია გაიმართება.

ფესტივალი დასრულდება სპექტაკლით „მედეას ქანდაკება’’, რომლის ავტორი და რეჟისორია მიხეილ მრევლიშვილი, ხოლო მუსიკის ავტორი – დათო ევგენიძე.

„მწვანე საღამოები/Serate Verdi’’ იტალიური და ქართული კულტურული ტრადიციების შეხვედრის უნიკალური სივრცეა, რომელიც საზოგადოებას ორ გამორჩეულ საღამოს სთავაზობს მუსიკის, თეატრის, კულტურული მეხსიერებისა და გარემოზე ზრუნვის იდეის გარშემო.

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები