“აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები არაერთი მიმართულებით” – იონათამიშვილი

“ღირსეული ურთიერთობები ქვეყნებს შორის სამართლიანობის პრინციპზე დგას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სწორედ მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები არაერთი მიმართულებით”, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი აცხადებს.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგენა სამართლიანობის პრინციპებზე უნდა იყოს დაფუძნებული.

„ცხადია, ღირსეული ურთიერთობები ქვეყნებს შორის სამართლიანობის პრინციპზე დგას და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სწორედ მაშინ გაუარესდა, როდესაც ვნახეთ არაკეთილსინდისიერი და უსამართლო მიდგომები არაერთი მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია გადატვირთვა და ეს გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს სწორედ სამართლიანობის პრინციპებს. პოზიტიური დინამიკა უკვე სახეზეა. ვხედავთ რეგულარულ შეხვედრებს, მაღალი დონის ვიზიტებს, რაც ხელს უწყობს სამართლიანობის საკითხების განმტკიცებას“, – ამბობს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები