ჰანტავირუსით დაინფიცირებული გემიდან 28 მგზავრი ნიდერლანდებში გადაიყვანეს

საკრუიზო გემ MV Hondius-იდან, სადაც ჰანტავირუსის გავრცელება დაფიქსირდა, 28 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი სპეციალური რეისებით ნიდერლანდებში გადაიყვანეს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, ევაკუაცია კანარის კუნძულებიდან განხორციელდა. ნიდერლანდებში ჩაფრენილი პირების ნაწილი ქვეყნის მოქალაქეა, დანარჩენებს კი მოგვიანებით თავიანთ ქვეყნებში გადაამისამართებენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ევაკუაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები და საერთაშორისო სპეციალისტები მგზავრების მდგომარეობას აკვირდებიან.

MV Hondius ატლანტის ოკეანეში ექსპედიციურ მარშრუტზე იმყოფებოდა, როდესაც ბორტზე ინფექციის გავრცელება გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები