ფედერიკა მოგერინი ევროპული დიპლომატიის ახალი ლიდერი გახდება (ფოტოკოლაჟი)

     2014 წლის 1 ნოემბერს ევროკომისიის ახალი შემადგენლობა იწყებს მუშაობას. საგარეო საქმეების და პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობა იტალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ფედერიკა მოგერინი დაიკავებს. ამავდროულად ის ევროკომისიის შვიდიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი ხდება. ევროკომისიის ხელმძღვანელი კი ჟან-კლოდ იუნკერი ხდება.
41 წლის ფედერიკა მოგერინი – რომის უნივერსიტეტ საპიენცას პოლიტოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მოგერინი იტალიურ მმართველ დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენს, სადაც საგარეო პოლიტიკის საკითხებს კურირებდა. მოგერინი პირველად იტალიურ პარლამენტში 2008, მეორედ კი 2013 წელს აირჩიეს. ის ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა.
მოგერინის თქმით, ახალ თანამდებობაზე ის იტალიის ინტერესების დაცვას ევროპული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში კეთილსინდისიერად აპირებს. მოგერინის არაერთხელ უთქვამს, რომ კრიზისული სიტუაციები, პირველ რიგში სიტუაცია უკრაინაში, მისი ყურადღების ცენტრში დარჩება.

10733536_859750817398491_40819088_n - Copy

974429_859750810731825_1068196959_n - Copy - Copy

10751906_859750820731824_920771382_n

10711367_859750814065158_216847702_n - Copy

10736090_859750827398490_539055097_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები