აეროპორტში ებოლასთან დაკავშირებული ხუმრობის გამო იტალიელი მამაკაცი დააკავეს

 

     56 წლის იტალიელმა რობერტო ბინაშმა თვითმფრინავში, რომელიც დუბლინში მიფრინავდა, ყავის ჭიქის მუყაოს თავსახურზე: „ფრთხილად, ებოლაა!“ დაწერა. წარწერა ერთ-ერთმა ბორტგამცილებელმა შეამჩნია და განგაში ატეხა, – იუწყება „ბი-ბი-სი“.
იტალიის მოქალაქე მილანიდან დუბლინში ჩასვლისთანავე ვირუს ებოლაზე ხუმრობის გამო ირლანდიის დედაქალაქის აეროპორტში დააკავეს, რის შემდეგაც მამაკაცი იძულებული გახდა, 2,5 ათასი ევროს ჯარიმა გადაეხადა.
დუბლინის რაიონის სასამართლოში მამაკაცმა მომხდართან დაკავშირებით ბოდიში მოიხადა. ჯარიმა მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ებოლას ვირუსისგან დაღუპულთა რიცხვი 5 ათას აღემატება, 13703 ადამიანი კი დაავადებულია. ყველაზე მეტი მსხვერპლი სამხრეთ-აფრიკის სამ ქვეყანაში: გვინეაში, ლიბერიაში და სიერა-ლეონში ფიქსირდება. მანამდე ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია ნიგერიასა და სენეგალაში ებოლას ვირუსის შეჩერებასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები