მსახიობმა მარატ ბაშაროვმა მეუღლე სასტიკად სცემა (ვიდეო)

 

     ნასვამ მდგომარობაში მყოფმა ცნობილმა რუსმა მსახიობმა მარატ ბაშაროვმა მეუღლე ეკატერინა არხაროვა სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ქალი კომაში ჩავარდა. „სუპერ. რუ-ს“ ინფორმაციით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და არხაროვას ახლობლებმა ეს ინფორმაცია მხოლოდ ხუთშაბათს დაადასტურეს.
„ეკატერინა კომაში იყო. ამას სამედიცინო გამოკვლევაც დაადასტურებს“, – განაცხადა არხაროვას მეგობარმა და ადვოკატმა ლეონიდ ესაევმა.
„მან უბრალოდ კი არ დაარტყა, მან სასტიკად სცემა. პირველად თავით ცხვირში დაარტყა. ამჟამად პაციენტი სახლში წევს და ვერ დგება. ბაშაროვმა კი ამ ყველაფრის შემდეგ მეუღლის დედას უხეში სმს შეტყობინება გაუგზავნა. ექიმებმა მას ცხვირის მარცხენა ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა დაუდგინეს“,- განაცხადა ემანუილ ვიტორგანის მეუღლემ ირინა მლოდიკმა.
შეგახსენებთ, რომ მარატ ბაშაროვი და ეკატერინა არხაროვა ამა წლის 31 მაისს დაქორწინდნენ. ქორწილი ვიწრო წრეში ჩატარდა. არხაროვა იტალიური ფილმის მსახიობია და დიდი ხნის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა. სამშობლოში დაბრუნებისას დაქორწინდა ბაშაროვზე, რომელიც ინტერნეტით გაიცნო.

[youtube url=”http://tengrinews.kz/show/marat-basharov-izbil-jenu-do-polusmerti-264381/video” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები