ერაყის ტერიტორიულ წყლებში, ირანის მხრიდან ორ უცხოურ ნავთობტანკერზე თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც ნავთობპორტებმა ფუნქციონირება დროებით შეწყვიტეს,- ამის შესახებ CNN წერს.
როგორც ცნობილია, თავდასხმის შედეგად ტანკერებს ცეცხლი გაუჩნდა. ეკიპაჟის 38 წევრი გადაარჩინეს, თუმცა ერთი ადამიანი დაიღუპა.
ერაყის ერთობლივი ოპერაციების სარდლობის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, საად მაანმა განაცხადა, რომ ინციდენტი სპარსეთის ყურეში, ერაყის ტერიტორიულ წყლებში მოხდა.
მისივე თქმით, თავდასხმა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა და ხელისუფლება ყველა ღონეს იყენებს, რომ კონფლიქტის მხარე არ გახდეს.