ბოლნისის მერმა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა ზამურ ჭითანავამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა.

ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.

“პროექტის ფარგლებში, ახალი საფეხმავლო ხიდი შენდება სოფელ რაჭისუბანში, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საყრდენი ბურჯების მოწყობა. ახალი ხიდები შენდება, სოფელ ქვემო ბოლნისსა და ქალაქ ბოლნისში. წისქვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, საყრდენი ბურჯების მოწყობა, მონოლითური სარეგულაციო კედლების ჩამოსხმა დასრულდა და მიმდინარეობს რკინაბეტონის კოჭების მოწყობის სამუშაოები.
სამუშაოები დაფინანსებულია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რომლის საერთო ღირებულება 5 855 099 ლარს შეადგენს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მერთან ერთად, პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები