რატი იონათამიშვილი – კანდელაკზე: საზოგადოება ხედავს როგორ მტრობენ უსამშობლო აკაცუკები საქართველოს
“საზოგადოება ხედავს როგორ მტრობენ უსამშობლო აკაცუკები საქართველოს,”-
ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გიორგი კანდელაკისა და ლუკ კოფის ერთობლივ კვლევაზე საუბრისას განაცხადა.
„ნაცაქატივისტები“ და „ნაცენჯეოები“ არიან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ქვეყანას და ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას ებრძოლონ. სხვა საკითხია, რომ მათ შედეგი არასდროს ექნებათ, უბრალოდ საზოგადოება ხედავს როგორ მტრობენ უსამშობლო აკაცუკები საქართველოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, “საქართველოში ირანის გავლენის ინფრასტრუქტურა ფართოვდება” – ამ შინაარსის კვლევა ამჯერად “ჰადსონის” ინსტიტუტმა გამოაქვეყნა. კვლევის ავტორები არიან “ჰადსონის ინსტიტუტის” უფროსი მეცნიერი ლუკ კოფი და გიორგი კანდელაკი.
კანდელაკი ჯერ იყო “ნაციონალური მოძრაობის”, შემდეგ კი “ევროპული საქართველოს” წევრი.