ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანში მიწისქვეშა დაცულ ბუნკერზე იერიში მიიტანეს,- ამის შესახებ არმიის პრესსამსახურმა განაცხადა.
ინფორმაციის თანახმად, ობიექტი განკუთვნილი იყო ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერისთვის, აიათოლა ალი ხამენეისთვის, რომელიც საომარი მოქმედებების პირველ დღეს დაიღუპა.
ისრაელის მხარის თქმით, ბუნკერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში სამეთაურო ცენტრის სახით გამოსაყენებლად იყო ადაპტირებული.
ისრაელის არმიის ცნობით, თავდასხმაში დაახლოებით 50 ისრაელის საჰაერო ძალების გამანადგურებელი მონაწილეობდა.