თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა
კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ესტუმრა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ხელნაწერთა ცენტრის დირექტორთან, ზაზა აბაშიძესთან ერთად დაათვალიერა საცავები, რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა და მემორიალური მუზეუმ-კაბინეტი.
სამუშაო შეხვედრაზე ისაუბრეს კულტურის სამინისტროსა და ხელნაწერთა ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე; განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
“ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და კვლევაში. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია ამ მიმართულების მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2026 წლიდან, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
ცენტრის კოლექტივთან, მის გამოცდილ თანამშრომლებთან ერთად ვიმუშავებთ არსებულ გამოწვევებსა და ხელნაწერთა ცენტრის განვითარებისთვის საჭირო პირობების უზრუნველყოფაზე”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

