აშშ-მა ინდოეთს რუსული ნავთობის დროებით შეძენის უფლება მისცა

აშშ-მა ირანში ომის გამო რუსული ნავთობისა და ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ სანქციები შეაჩერა, თუმცა მხოლოდ ერთი თვით და მხოლოდ ინდოეთისთვის.

თეთრმა სახლმა ინდოეთს ნება დართო, შეიძინოს ტანკერებზე უკვე დატვირთული რუსული ნავთობი, რათა მთავარ ნავთობმომპოვებელ რეგიონში, სპარსეთის ყურეში, ომით გამოწვეული ნავთობის კრიზისი შეამსუბუქოს.

„ეს განზრახ მოკლევადიანი ღონისძიება რუსეთის ხელისუფლებას მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს, რადგან ის მხოლოდ ზღვაში არსებული ნავთობით ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა“, – აღნიშნა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.

როგორც “ბიბისი” წერს, ინდოეთი, ჩინეთთან ერთად, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ სანქცირებული რუსული ნავთობის მთავარი მყიდველი იყო. თუმცა, ირანზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, აშშ-მა სანქციებისა და ტარიფების მეშვეობით დაარწმუნა ინდოეთი, კრემლთან ნავთობით ვაჭრობა შეემცირებინა. შედეგად, რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი მოცულობა ზღვაში ტანკერებში იყო ჩარჩენილი და მყიდველებს ელოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები