გია ვოლსკი – დიდი ხანია მიდის ლაპარაკი, რომ ხალხი უნდა დაისაჯოს – ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, მათ ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, უნდა დაისაჯოს
“დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, რომ ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, მათ ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, უნდა დაისაჯოს,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციის ამოცანაა საქართველოში ხალხის გაღიზიანება, რადგან თუ არ იქნება ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ.
„აღმაშფოთებელია ის, რომ დიდი ხანია, არსებობს მცდელობა, საქართველოში ბომბები ჩამოვარდნილიყო, ეს რეალურია და ამაზე მუშაობა დღესაც გრძელდება. ეს რომ არ იყოს დაშვებული, ხელისუფლება მუშაობს. ხელისუფლების შერყევა ვერ მოახერხეს. რასაკვირველია, არჩევნების გზით ყოველთვის არიან წაგებული. ვერც რევოლუციურ-ექსტრემისტული მოქმედებებით შეძლეს რაიმე. დიდი ხანია, მიდის ლაპარაკი, ხალხი უნდა დაისაჯოს. ვინც ლომჯარიას მხარს უჭერს, ვიზები ჰქონდეთ, ხოლო ვინც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, დაისაჯოს. ყველა დიდ ქვაბში უნდა მოიხარშოს. საქართველოში ხალხი თუ არ გაღიზიანდება და არ იქნება ნეგატიური განწყობა ხელისუფლების მიმართ, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას ვერ შეძლებენ. მათი ამოცანაა, როგორმე შეიქმნას ეკონომიკური პრობლემები და ისე მოხდეს, რომ ვინც რუსულ ბაზარზე გადის, როგორმე ისინიც ამ რევოლუციონერთა ჯგუფში ჩაწერონ. ამას ის ახალგაზრდები დაუმატონ, ვისაც უვიზო მიმოსვლა შეუჩერდებათ. ახლა ამ რევოლუციურ გზას ავითარებენ და ამ საკითხებზეა საუბარი გერმანიის ელჩთან, რომელიც აღმოჩნდა, რომ ყველაზე დიდი მხარდამჭერია ამ ექსტრემისტული ჯგუფების“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.