დაბა ხულოში ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით, დაბა ხულოში ჭადრაკში მუნიციპალური პირველობა გაიმართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

“ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესების შესაბამისად და მოიცავდა 7 ტურს. შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ხულოს მუნიციპალიტეტის 19 საჯარო სკოლის 135-მა სპორტსმენმა. გამარჯვებულები გამოვლინდნენ 5 ასაკობრივ ჯგუფში.

ტურნირს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. გამარჯვებულ სპორტსმენებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

მუნიციპალური პირველობის მიზანია ხულოს მუნიციპალიტეტში ჭადრაკის პოპულარიზაცია და მუნიციპალიტეტის ნაკრები გუნდის დაკომპლექტება”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები