ფაშინიანი – არ მახსოვს, როდისმე მეთქვას: დასავლეთისკენ მივდივართ; რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების პრობლემა არ გვაქვს, არც გვქონია და არც გვექნება

“არ მახსოვს როდისმე მეთქვას: „ჩვენ დასავლეთისკენ მივდივართ“. მე როგორც წესი, ვამბობ: „ჩვენ არსად მივდივართ“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის ბრიფინგზე.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მან მსმენელებს შეახსენა, რომ სომხეთმა მიიღო კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ.

“რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, მე ამ საკითხზე ვისაუბრე ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან დაკავშირებით. საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ არ ვართ იმ ეტაპზე, სადაც რუსული სამხედრო ბაზა გვიკეტავს ხედვას. როდესაც დავინახავთ, რომ რუსული სამხედრო ბაზა გვიკეტავს ხედვას, მაშინ ვიფიქრებთ, როგორ ვიმოქმედოთ ისე, რომ ხედვის პრობლემა არ შეგვექმნას“, – თქვა ფაშინიანმა.

მან აღნიშნა, რომ სომხეთს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესების პრობლემა არ აქვს, არ ჰქონია და არც ექნება.

„ჩვენ არ გვქონია, არ გვაქვს და არც გვექნება რუსეთის ფედერაციის ინტერესების შელახვის პრობლემა. ჩვენ გვქონია, გვაქვს და ყოველთვის გვექნება პრობლემა, რომ მხოლოდ სომხეთის სახელმწიფო ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ“,- განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები