ირაკლი ქადაგიშვილი – ხიდაშელის განცხადებაზე: მიზანმიმართული განცხადებები კეთდება განსაკუთრებით იმ პირების მხრიდან, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, რაც ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას ემსახურება

“მიზანმიმართული განცხადებები კეთდება განსაკუთრებით იმ პირების მხრიდან, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ, რაც ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას ემსახურება,”- ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ირანში მიმდინარე პროცესების საქართველოში გადმოტანის აზრის კულტივირებით მოსახლეობაში შიშისა და პანიკის გამოწვევა სურთ.

„ეს არის მიზანმიმართული განცხადებები, განსაკუთრებით იმ პირების მხრიდან, რომელთაც მაღალი თანამდებობები ეკავათ. რას ემსახურება, ეს განცხადებები? – ქვეყნის გარშემო უარყოფითი ფონის შექმნას. ვინაიდან, ომი დაიწყო, უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველო ირანის დიდი და ერთგული მოკავშირეა, ქვეყანაში პროირანული ძალები დომინანტური არიან. ირანში მიმდინარე პროცესების საქართველოში გადმოტანის აზრის კულტივირებით მოსახლეობაში შიშისა და პანიკის გამოწვევა სურთ. ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა. რაც მთავარია, აქ ეთნიკური და რელიგიური მიმართულებით დაპირისპირების განვითარებას პედალირებენ. ანუ, მთელი ბუკეტის წამოწევა უნდათ, რომელიც, მათი აზრით, საქართველოს შიგნით თუ გარეთ დიდ პრობლემებს შეუქმნის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ტვ პირველის“ ეთერში თინა ხიდაშელმა განაცხადა: „საქართველოში ფუნქციონირებს ე.წ. უნივერსიტეტი, ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამეინის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები