აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ITB BERLIN“-ის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ინდუსტრიის უმსხვილეს გამოფენაში „ITB BERLIN“ მიიღო მონაწილეობა.
უწყების ცნობით, საქმიანი ტურიზმის მასტაბურ გამოფენაზე დეპარტამენტმა რეგიონი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.
„ITB BERLIN“-ის ფარგლებში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა, რეგიონის ცნობადობის გაზრდისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით, 50-მდე საქმიანი შეხვედრა გამართა სარეკლამო, ტურისტული კომპანიების, მსხვილი მედიაჰოლდინგების, ასოციაციებისა და ციფრული მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Euronews-ის, Deutsche Welle-ს, Conde Nast Traveller-ის, National Geographic Traveller-ის, The Food and Travel-ის, The Telegraph-ის, Independent-ის, World Tourism Cities Forum-ის, Monsoon-ის, Voyage Fox-ის, Travelzoo-სა და Beyond Footrpints-ის მენეჯმენტთან.
საქართველოს სტენდთან გამოფენის ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის და ზოგადად, საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულებების, პროდუქტების, სერვისებისა და გასტრონომიის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. “ITB BERLIN” ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძიებაა. წელს, მასში ტურისტული პროდუქტები და სერვისები 170-ზე მეტი ქვეყნიდან იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში „ITB BERLIN”-ს 100,000-ზე მეტი ვიზიტორი დაესწრო. გამოფენას ასევე ესწრებოდა გერმანიაში საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია.
გერმანია საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83 656 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 6.4%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს. გერმანელი მოგზაურები საუკეთესო 15-ეულში შედიან. საქართველოსა და გერმანიას შორის ფრენებს 3 ავიაკომპანია ახორციელებს: Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air. ფრენები კვირაში 19 სიხშირით სრულდება”,- წერია ინფორმაციაში.