“თურქეთის ავიახაზებმა” ირანში რეისები 20 მარტამდე გააუქმა

“თურქეთის ავიახაზებმა” ირანში რეისები 20 მარტამდე გააუქმა, “პეგასუსმა” – 12 მარტამდე, ხოლო სხვა ავიაკომპანიები რეისებს, სულ მცირე, 9 მარტამდე არ განახორციელებენ.

ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა, აბდულკადირ ურალოღლუმ განაცხადა.

“დღეიდან, ირანის, ერაყის, სირიის, ლიბანისა და იორდანიის მიმართულებით, რომლებსაც ახორციელებენ Turkish Airlines, AJet, Pegasus და SunExpress, რეისები 9 მარტის ბოლომდე შეჩერებულია. გარდა ამისა, Pegasus Airlines-მა თავისი გრაფიკიდან ამოიღო ირანის მიმართულებით რეისები 12 მარტამდე, ხოლო Turkish Airlines-მა 20 მარტამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ირანის, ისრაელის, ერაყის, კატარის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და სირიის საჰაერო სივრცე, ალეპოს გარდა, კვლავ დაკეტილია.

“ნაწილობრივი ფრენები გრძელდება ომანში, იორდანიასა და საუდის არაბეთში, ხოლო საჰაერო მიმოსვლა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კონტროლირებადი და შეზღუდულია“, – აცხადებს ურალოღლუ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები