“ისმის კითხვა – რატომ დაბომბა ირანმა აზერბაიჯანი?” – ექსპერტი გია აბაშიძე რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს

“ისმის კითხვა – რატომ დაბომბა ირანმა აზერბაიჯანი?”,- ამის შესახებ ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს და რამდენიმე სავარაუდო ვერსიის თაობაზე საუბრობს.

“რამდენიმე სავარაუდო ვერსია:

1. ეჭვები ბაქოს ისრაელთან ანდა აშშ-სთან, დასავლეთთან სამხედრო-სადაზვერვო თანამშრომლობაზე. თეირანი შიშობს, რომ მისმა მტრებმა შეიძლება გამოიყენონ აზერბაიჯანის ტერიტორია ირანის წინააღმდეგ ოპერაციებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბაქო აცხადებს, რომ მისი ტერიტორია ირანის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული, თეირანი ამას კვლავ ეჭვქვეშ აყენებს.

2. გაფრთხილება ბაქოს თურქეთთან და ნატოსთან პარტნირობაზე. ნახიჩევანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ესაზღვრება თურქეთს. 2021 წლის ივნისში ბაქომ და ანკარამ გააფორმეს შეთანხმება სტრატეგიული ალიანსის შესახებ, რომელიც ასევე ითვალისწინებს მჭიდრო სამხედრო პარტნიორობას (თუ ერთ ქვეყანას თავს დაესხნენ, მეორე კონსულტაციას და მხარდაჭერას გაუწევს). შესაძლოა, ირანი მიანიშნებდეს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი რეგიონალური ალიანსი შეიძლება სამიზნე გახდეს.

3. ირანის უფრო ფართო კონფლიქტის შედეგები.

4. ზეწოლა რეგიონულ ტრანსპორტსა და დერეფნებზე: ირანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება გეოპოლიტიკურ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ აზერბაიჯან-თურქეთის დერეფანს ირანის გვერდის ავლით და პროექტები ასუსტებენ თეირანის გავლენას სამხრეთ კავკასიაში.

შემდეგი სამიზნეა ზანგეზურის დერეფანი?!”,- წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები