უნგრეთმა უკრაინაში აუცილებელი ტვირთების ტრანზიტი შეაჩერა – ორბანი

უნგრეთის მთავრობამ უკრაინაში არა მხოლოდ ბენზინისა და დიზელის საწვავის მიწოდება, არამედ მეზობელი ქვეყნისთვის აუცილებელი ტვირთების მის ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაც შეაჩერა, – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა და დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება კიევის მიერ „დრუჟბას“ მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის დაბლოკვის საპასუხოდ მიიღეს.

მისივე თქმით, მანამდე უნგრეთმა უკრაინას დიზელის საწვავის და ბენზინის მიწოდება შეუწყვიტა.

“ჩვენ ასევე შევაჩერებთ უკრაინისთვის აუცილებელი ტვირთების მიწოდებას უნგრეთის გავლით, სანამ ის ნავთობის მიწოდების განახლებას არ დათანხმდება“, – განაცხადა ორბანმა.

ორბანმა ასევე დაადასტურა, რომ უნგრეთი არ დაუჭერს მხარს ევროკავშირის არცერთ გადაწყვეტილებას უკრაინის სასარგებლოდ, სანამ რუსული ნავთობის მიწოდება „დრუჟბას“ მილსადენის მეშვეობით არ აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები