რა ეპითეტებით ამკობს რეზო ამაშუკელი პოლიტიკოსებს – “ნეხვმზიდი”, “გასაჭყლეტად გამზადებული ბაყაყი”, “დაჩუტული გომბეშო”…

„რეზო ამაშუკელის თვალით დანახული პოლიტიკოსები და არა მარტო“ – ამ სათაურით პოეტი რეზო ამაშუკელი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს. როგორია რეზო ამაშუკელის თვალით დანახული პოლიტიკოსების არასრული სია, ამას თავად პოეტი საკუთარ სტატუსში წერს.
„ნუგზარ წიკლაური – სახალადეცე ღორის თავა; კახა ბენდუქიძე – ნეხვმზიდი; გიორგი ახვლედიანი – ნასოსით გაბერილი; გურამ ჩახვაძე – მისი დახასიათება პირდაპირ თხოულობს რითმას: ბლანჟეიანი ჩახვაძე, თანახმა არის ჩახდაზე; გიგა ბოკერია – მაძღარი პითონი, გასაჭყლეტად გამზადებული ბაყაყი; თამარ ჩერგოლეიშვილი – მანგუსტა; ჩიორა თაქთაქიშვილი – წვერებ ამოუპუტავი ბოლოქანქარა; გიორგი თარგამაძე – ჰალსტუხიანი ხვლიკი; შოთა მალაშხია – ბაკნიდან ამომხტარი კუ; პავლე კუბლაშვილი – მოლაპარაკე თავი; გრიგოლ ვაშაძე – ანანიაშვილზე გათხოვილი; ეკა კვესიტაძე – ვენახის კალია; გიორგი ვაშაძე – ეკოლოგიურ კატასტროფაში მოყოლილი ფრინველი; გოგა ხაჩიძე – შოკოლადით მოდღურული მინდია; გია ნოდია – წვერებიანი ბებია, საავადმყოფოდან სუდნოების გამტანი ქალი; დავით ბაქრაძე – ქორწილის კუკლა, რომელიც უკნიდან იქოქება; აკუ მინაშვილი – გველით გამაძღარი ზოოპარკის ბუ, ჯოხზე წამოცმული ცხენის თავი; დავით დარჩიაშვილი – ჭუჭყიანი შომპოლი; თეა თუთბერიძე – ჯოჯოხეთიდან ამორწყეული სიმახინჯე; გიორგი კანდელაკი – წარბებგადაბმული მატლი, მიტოვებული რკინიგზის ტუალეტის ბუზი; მიხეილ სააკაშვილი – ქალის ჰორმონებით გაძეძგილი, გარეკილ პირველი, (ახლანდელი მდგომარეობით) – ბორდელიდან გაგდებული ბოზანდარა; გოკა გაბაშვილი – ზოოპარკის გველიჭამია ბუ; კოტე გაბაშვილი – დეზერტირების ბაზრის კონტროლიორი; ლევან ბერძენიშვილი – დაჩუტული გომბეშო; ნანუკა ჟორჟოლიანი – „რუსთავი 2“-ის ოლეგ პაპოვი; თეონა გეგელია – მამალს გამოქცეული გაწუწული ქათამი; გოგა ონიანი – ახალშობილი ბეჰემოტი; მარინა ბერიძე – ქართული ესტრადის “მამაშა”, შავი ობობა ტარანტული; ზურაბ ჯაფარიძე – პიტკინა გატრუსულ წამწამიანი გოჭი; პაპუნა დავითაია – ბოსხის ტილოდან გადმოსული მოჩვენება; გია თორთლაძე – დაჭმუჭნული ქაღალდი; ლადო გურგენიძე – “გლაზოკში” დანახული; ალექსანდრე ხეთაგური – ჯიბის ფანარი; სვიმონ მასხარაშვილი – ყვავის ბუდიდან გადმოვარდნილი ბახალა; დავით პაიჭაძე – პირველი არხის რეზინის ვენტილატორი, რომელსაც ბუდას ქანდაკებაზე დიდი ყურები აქვს; ნიკა გვარამია – სამხრეთ-აფრიკულ პინგვინი“< – წერს ფეიბუქის საკუთარ გვერდზე რეზო ამაშუკელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები