რუსეთის თავდაცვის მინისტრი – ნატო 2030-იან წლებში ჩვენთან დაპირისპირებისთვის ემზადება

ნატო 2030 წლის ფარგლებში მოსკოვთან დაპირისპირებისთვის ემზადება,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრი, ანდრეი ბელოუსოვი აცხადებს.

“ნატო აფართოებს კოალიციურ ძალებს, ათავსებს საშუალო რადიუსის რაკეტებს, აახლებს საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვას, ცვლის მობილიზებულთა განლაგების სისტემას და ალიანსის სამხედროების გადასხმის ოპერაციულობას ზრდის.

ეს ყველაფერი ნატო-ს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების მზადებისკენ მიუთითებს. ალიანსის გეგმებით გათვალისწინებულია ასეთი ქმედებებისთვის მზადყოფნა 2030-იანი წლების ზღვარზე. ჩვენ არ ვემუქრებით, ჩვენ გვემუქრებიან”,- აღნიშნა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები