ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბარბარობის დღესასწაული აღინიშნა
ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N62-ის მიმდებარედ ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.
„დღეს ბარბარობაა. მინდა, სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი ჩვენს პატარებს მივულოცო. მათ ჯანმრთელობას და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ. ისნის რაიონში ერთგვარ ტრადიციად იქცა ბარბარობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. ვხედავთ, რამდენი ადამიანია შეკრებილი. ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი პროგრამა იყო წარმოდგენილი, პატარების განწყობაზე კი ილუზიონისტებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. დღესასწაულზე მისული სტუმრებისთვის მინი გოლფის მოედანი, ბოულინგი, გასაბერი ბატუტი, ელექტრო აპარატები, ტირი, ხატვისა და ცეკვის მასტერკლასებიც მოეწყო.
ბარბარობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ისნის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, პარლამენტისა და საკრებულოს წარმომადგენლები ნიკა ელისაშვილი და დავით ხაბეიშვილი, ასევე, ღონისძიების თანაორგანიზატორი ვანო ზარდიაშვილი დაესწრნენ.