გიორგი ჯინჭარაძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა 2026 წლის ბიუჯეტის უპრეცედენტო, 30%-იან ზრდაზე იმსჯელეს.

გიორგი ჯინჭარაძის განცხადებით, ბიუჯეტის მატებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მნიშვნელოვნად იზრდება პროგრამების დაფინანსება ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის, ინფრასტრუქტურული პროექტების და სამშვიდობო ინიციატივებისა და ინტეგრაციის მიმართულებით.

“ჩვენი გუნდის სულ რამდენიმეთვიანი საქმიანობის პერიოდში, უშუალოდ შევხვდით და უწყვეტი კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, რის საფუძველზეც მოვახდინეთ საჭიროებების დეტალური კვლევა და მომდევნო წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში ასახვა.

2026 წელს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი 30%-ით იზრდება, რასაც ემატება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად მიღებული დამატებითი ფინანსური რესურსები. ამ ყველაფერმა ერთობლივად, პროგრამების დაფინანსების უპრეცედენტო ზრდის შესაძლებლობა მოგვცა.

* დევნილთა ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის პროგრამებში 330%-იანი ზრდა არის გათვალისწინებული.

• ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დაფინანსება 187%-ით იზრდება.

• 97%-იანი ზრდაა ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების მიმართულებით.

• დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამების დაფინანსებაში 65%-იანი ზრდაა გათვალისწინებული.

• განათლების, კულტურისა და სპორტის მხარდამჭერი პროგრამები კი 32%-ით იზრდება.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და უშუალოდ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სხდომაზე ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები