“დღეს ევროპარლამენტში გამოვლენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, ბალტიელები, განხილვა იქნება ცარიელ დარბაზში და ილაპარაკებენ, რომ კატასტროფული ვითარებაა საქართველოში” – სამხარაძე

“დღეს ევროპარლამენტში გამოვლენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი სახეები, ბალტიელები, განხილვა იქნება ცარიელ დარბაზში და ილაპარაკებენ, რომ კატასტროფული ვითარებაა საქართველოში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ილაპარაკებენ, რომ, ფაქტობრივად, საქართველო საბჭოთა კავშირზე უარესი ქვეყანაა, არის პროპუტინისტური ხელისუფლება, საქართველო რუსეთის ინტერესებს ატარებს, რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ეხმარება. ამდენ სისულელეს იტყვიან და ბოლოს კიდევ ერთ სისულელეს დაამატებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს ხალხის წინააღმდეგ. როცა დებატები ჩაინიშნება, იტყვიან, რომ საქართველომ ისროლა ატომური ბომბი. მსგავს აბსურდსაც იტყვიან, რადგან სისულელეების სპირალში არიან შესული“, – განაცხადა სამხარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები