“რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ დადგენილია ალტერნატიული პირობები” – ბითაძე განმარტებას აკეთებს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე აცხადებს, რომ, რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა.

ბითაძე შესაბამის განმარტებას აკეთებს.

„ხაზგასმით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ, აღნიშნული რეგულაციის თანახმად, რომელიც ძაღლის გასეირნების წესს ადგენს, ალიკაპის გამოყენება არ არის სავალდებულო მოთხოვნა, არამედ დადგენილია ალტერნატიული პირობები, კერძოდ, მეპატრონეს აქვს არჩევანის უფლება და შეუძლია, ძაღლი გაასეირნოს როგორც მხოლოდ ალიკაპის, ისე მხოლოდ საბელის გამოყენებით“, – აღნიშნავს მაია ბითაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები