მაჭარაშვილი – NATO-ზე: ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ორპირი ქარის პოლიტიკა, სამწუხაროდ, გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს
“ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ორპირი ქარის პოლიტიკა, სამწუხაროდ, გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა NATO-სთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
„ამერიკამ თავისი სტრატეგიით, პრაქტიკულად მომავალი ვეღარ დაინახა ამ კავშირის, სამხედრო-პოლიტიკური კავშირის. ამასთან, ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ უკრაინას რის გამოც დააწყებინეს ომი, პირდაპირი გაგებით, იმაზე ახლა უარს ეუბნებიან და ასევე უკრაინას ეუბნებიან, რომ უარი თქვას ნატო-ში გაწევრებაზე, რაზეც პრაქტიკულად, ზელენსკი დათანხმდა.
ანუ, პერსპექტივა პრაქტიკულად, სამწუხაროდ ამ გაერთიანებას უკვე აღარ აქვს გამომდინარე ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული, ეს ორპირი ქარის პოლიტიკა, სამწუხაროდ, გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს, ხან ფილტვების ანთება დაგვმართეს, ჩვენი ბიჭები საერთო მისიებში თავს დებდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ შეგვრჩა მხოლოდ გაციებული ფილტვები და ბუნდოვანი მომავალი“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.