“შევქმენით ახალი სამსახური – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველის ინსტიტუტი, რომელიც მაღალი ხარისხით უზრუნველყოფს მიწის აგეგმვა-აზომვას” – ლანა მორგოშია

“შევქმენით ახალი სამსახური – ეს იქნება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამზომველის ინსტიტუტი, რომელიც მაღალი ხარისხითა და მაღალტექნოლოგიური საშუალებებით უზრუნველყოფს მიწის აგეგმვა-აზომვას”, – ამის შესახებ „დღის ქრონიკას“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ლანა მორგოშიამ განუცხადა.

როგორც მორგოშიამ განმარტა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ რეესტრის ამზომველს ექნება უფლებამოსილება – აღნიშნული საქმიანობა განახორციელოს.

“კერძო ამზომველები პარალელურ რეჟიმში განახორციელებენ იმ საქმიანობას, რომელსაც აქამდე ეწეოდნენ. უბრალოდ, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ გადაამოწმონ სისწორე და სიზუსტე და თავად ეს ინსტიტუტი უზრუნველყოფს მაღალ სტანდარტსა და ერთიან მიდგომას ამ საკითხთან მიმართებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნული ინსტიტუტი ეფუძნება იმ საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილებას, რომელიც სხვა ქვეყნებში გვაქვს და უზრუნველყოფს და მისი მიზანია მონაცემების სიზუსტე და სანდოობა“, – აღნიშნა მორგოშიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები