იონათამიშვილი – ევროკავშირის საბჭოზე: აქვთ ინტერესი, რომ საქართველოზე ცუდი განცხადებები გაავრცელონ

„აქვთ ინტერესი, რომ საქართველოზე ცუდი განცხადებები გაავრცელონ,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გაფართოებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

„მაინც იგივე რიტორიკას იმეორებენ. იგივე კანონმდებლობაზე, ხან გვეუბნებოდნენ, რომ ლგბტ პროპაგანდის მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული დირექტივა ევროკავშირის მხრიდან არ გვაქვს, ხან სხვა გადაწყვეტილებას იღებდნენ. აქაც არათანმიმდევრულები იყვნენ. სინამდვილეში, ეს განცხადებები იმიტომ კი არ კეთდება, რომ მათ ან მართლმსაჯულების ბედი ადარდებთ, ან ეს კანონები აინტერესებთ. სინამდვილეში მათ აქვთ ინტერესი, რომ საქართველოზე ცუდი განცხადებები გაავრცელონ, იმიტომ რომ ჰგონიათ – თუ ამას გააკეთებენ, საქართველოსთან დაკავშირებული გეგმების განსახორციელებლად მეტი შანსი და შესაძლებლობა ექნებათ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები