მებაჟე ოფიცრებმა ძვირადღირებული ავტომობილების უკანონო შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ბათუმის გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრების მიერ, დაახლოებით 5 მილიონი ევროს ღირებულების, 59 ერთეული ძვირადღირებული ავტომობილის, კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უფლებამოსილი პირის მიერ, ეჭვის საფუძველზე, მონაცემების შემოწმების შედეგად დადგენილი იქნა მწარმოებლის მიერ, მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდის ე.წ. – VIN კოდის შეცვლის ფაქტი.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები