სამართალდამცველებმა ნარკოდამნაშევეთა ორგანიზებული ჯგუფი გამოავლინეს და 2 პირი დააკავეს – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი: ძმები – 2001 წელს დაბადებული ა.ა. და 2006 წელს დაბადებული ნ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ – ს შეძენა-შენახვას, მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახდენდა.

სამართალდამცველებმა დაკავებულების მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, ქალაქ რუსთავში, კონკრეტულ მისამართზე მათთვის ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც ა.ა.-ს და ნ.ა. -ს დანაშაულებრივი განზრახვა დადასტურდა.

სამართალდამცველებმა ორივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველების მიერ ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია

ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები