აშშ-მ ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა

მშვიდობიანი მომიტინგეების მკვლელობის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციები გავლენას მოახდენს ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცხრა გემზე, ასევე მათ მფლობელ კომპანიებზე.

კერძოდ, დაიბლოკება სანქცირებული ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების ყველა ქონება და აქტივი, რომლებიც მდებარეობს შეერთებულ შტატებში ან ეკუთვნის ან კონტროლდება აშშ-ის პირების მიერ.

უწყებამ დასძინა, რომ შეზღუდვები მიზნად ისახავს ირანის რეჟიმის შემოსავლების შემცირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები