ტრამპი: უკრაინამ სწრაფად უნდა იმოქმედოს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ უკრაინა სწრაფად იმოქმედებს რუსეთთან ომის მშვიდობიანად მოსაგვარებლად.
„ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი [რუსები] ძალიან დიდ ტერიტორიას იკავებენ, რუსეთი იცვლის აზრს“, – აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.
როდესაც ჟურნალისტებმა ტრამპს ფლორიდაში ამ შაბათ-კვირას უკრაინის საკითხზე დაგეგმილი შეხვედრის შესახებ კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ მხარეები „რაღაცასთან უკვე ახლოს არიან“.
„ვიმედოვნებ, რომ უკრაინა სწრაფად მოახდენს რეაგირებას, რადგან რუსეთი იქ არის“, – დასძინა ტრამპმა.
მას ასევე ჰკითხეს, მოითხოვდა თუ არა კონგრესის ნებართვას ვენესუელაში კარტელებზე სახმელეთო თავდასხმებისთვის, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „არ ვარ ვალდებული, მათ ვუთხრა, მაგრამ ეს საერთოდ არ შემაწუხებს. უბრალოდ, ვიმედოვნებ, რომ ისინი არ დაუშვებენ ინფორმაციის გაჟონვას“.