Bloomberg: აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების სანდო გეგმა შეიმუშავეს

Bloomberg-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა და უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა შეიმუშავეს უსაფრთხოების გარანტიების გეგმა, რომელიც მოიცავს დეტალურ, ძლიერ და სერიოზულ უსაფრთხოების ზომებს, რათა უზრუნველყონ რუსეთთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დაცვა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 800 000 კაციანი უკრაინის არმია ომისშემდგომი შეკავების პირველ ხაზად უნდა იქცეს. ამავდროულად, მოკავშირეები გააგრძელებენ იარაღით და სხვა დამხმარე პროგრამებით დახმარებას, რათა უზრუნველყონ მისი სათანადო აღჭურვა და წვრთნა.

გარდა ამისა, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს დაზვერვას და ჩაატარებს მონიტორინგს, რათა თვალყური ადევნოს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის ნებისმიერ მცდელობას კონტაქტის ხაზსა და საზღვრებზე.

ოფიციალურმა პირებმა გამოცემას ანონიმურობის პირობით ასევე განუცხადეს, რომ ევროპული კოალიციის ჯარები ნდობის აღსადგენად ფრონტის ხაზიდან უფრო შორს განლაგდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები