“საბავშვო “ევროვიზია 2025″-ზე საქართველოს წარმომადგენელ ანიტა აბგარიანს მესამე ადგილის დაკავებას ვულოცავთ” – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია
“მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობის, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისა და ეპარქიის სახელით, ვულოცავთ ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეს საბავშვო “ევროვიზია 2025″-ზე საქართველოს წარმომადგენელ ანიტა აბგარიანს მესამე ადგილის დაკავებას”, – ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
“ღვთის მადლი და წყალობა თანამავალი იყოს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა თქვენისათა”, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.
შეგახსენებთ, საფრანგეთი საბავშვო “ევროვიზია 2025”-ის გამარჯვებული გახდა.
საქართველო კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა – ანიტა აბგარიანმა ჟიურისგან 121 ქულა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 55.