“გაითვალისწინეთ პროგნოზი და მოემზადეთ ისევ ნალექიანი დღეებისთის” – მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

“15 დეკემბრის საღამოდან  16 დეკემბრის შუადღემდე ამინდი კვლავ მნიშვნელოვნად გაუარესდება”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დასავლეთში ყველგან მოსალოდნელია ნალექი, აღმოსავლეთში მხოლოდ ზოგიერთ რეგიონში.

• დაბლობებსა და ბარში  ძლიერი წვიმა

• მთასა და მაღალმთაში ძლიერი თოვლი

გაითვალისწინეთ პროგნოზი და მოემზადეთ ისევ ნალექიანი დღეებისთის – გადაადგილებისას სიფრთხილე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც ინტენსიურად ითოვებს.

საქართველოში 17 დეკემბრიდან გამოიდარებს”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები