„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ეტაპობრივად ვახორციელებ ხოლმე შეწყალებებს, შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის” – ყაველაშვილი
„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე ეტაპობრივად ვახორციელებ ხოლმე შეწყალებებს, შემდეგი შეწყალება ალბათ იქნება ნათლისღებისთვის”, – ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.
“იმ ადამიანებს, ვინც დღეს დაპატიმრებულები არიან და ვისაც თქვენ „სინდისის პატიმრებს“ ეძახით, აქვთ ჩადენილი კონკრეტული დანაშაული. ეს ადამიანები იყვნენ მოტყუებული, ვერ აცნობიერებენ და ვერ აკეთებენ ანალიზს.
პროდასავლელები თუ ხართ რომელ დასავლეთს უჭერთ მხარს? ამერიკის არსებულ ადმინისტრაციას თუ ევროკავშირის ბიუროკრატიის? ის ადამიანები, მოტყუებული ადამიანები გამჭვირვალობის კანონის გამო გამოიყვანეთ და მაგის გამო გინდოდათ მოგეხდინათ რევოლუცია. დღეს ახალმა ადმინისტრაციამ თავად ის ორგანიზაციები, რომლითაც იკვებებოდნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომებლითაც რევოლუცია გინდოდათ მოგეწყოთ საქართველოში. ეს რეალობა უნდა გაითავისონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ციხეში არიან, აღიარონ შეცდომები და ამის მიხედვით დავაკვირდებით მოვლენებს, რა და როგორ იქნება. მე ამაზე პასუხს არ და ვერ გაგცემთ პასუხს რომ ვინმეს შევიწყალებ დღეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.