“მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო “ევროვიზიის” ღონისძიებას” – მიხეილ ყაველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საბავშვო ევროვიზიის კონკურსის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებაში იყო ჩართული. მართლაც, თავისი სახელი თქვა ჩვენმა ქვეყანამ და ღირსეულად უმასპინძლა საბავშვო “ევროვიზიის” ღონისძიებას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, საბავშვო “ევროვიზია 2025”-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა. საქართველოს წარმომადგენელი, ანიტა აბგარიანი კონკურსზე მესამე ადგილზე გავიდა.