სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები დაათვალიერეს, სამუშაო სპეციფიკას ადგილზე გაეცნენ და კითხვებზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებისგან ამომწურავი პასუხები მოისმინეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო კამპანიას – „პროფესია პოლიციელი“ განაგრძობს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები