ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატებმა საკუთარი ხედვითა და დაპირებებით კოლეგებს მიმართეს

13 დეკემბერს ადვოკატებმა მოისმინეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების სიტყვები. თითოეულმა კანდიდატმა სათითაოდ მიმართა კოლეგებს საკუთარი ხედვითა და დაპირებებით. ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამორჩეული იყო კანდიდატ მუხრან ღურწკაიას გამოსვლა.

“ეს იყო ძლიერი, პრინციპული და შეუპოვარი გზავნილი, რომელიც ნათლად ასახავდა მის მტკიცე პოზიციას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ასოციაციის რეალური გაძლიერების სურვილს.

მისი სიტყვა არ იყო მხოლოდ წინასაარჩევნო მიმართვა; ეს იყო მკაფიო გზავნილი ცვლილებების, ღირსების და პროფესიის დაცვის შესახებ,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები