თვითმფრინავის “უნებართვო” დაშვების შემდეგ, 11 ნიგერიელი ჯარისკაცის ბედი გაურკვეველია
ბურკინა-ფასოში, ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნებართვო დაშვების შემდეგ, 11 ნიგერიელი სამხედრო პირის ბედი უცნობია,- ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.
ნიგერიის საჰაერო ძალების განცხადებით, ტექნიკურმა პრობლემებმა თვითმფრინავი იძულებული გახადა, „სტანდარტული უსაფრთხოების პროცედურებისა და საერთაშორისო საავიაციო პროტოკოლების შესაბამისად“ უახლოეს აეროპორტში გადამისამართებულიყო.
ბურკინა-ფასოს მთავრობა დაშვებას სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს და სამხედრო პირებსა და თვითმფრინავს დროებით აკავებს.
ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჯარისკაცების დაბრუნების შესახებ საკითხი დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესშია და ამ ეტაპზე მათი ბედი გადაწყვეტილი არ არის.