„შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ მოგვიწოდებდა. შვედეთის ხელისუფლება დღემდე არ გამიჯვნია ამ განცხადებას,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია.
“გავიხსენოთ, როგორ მოუწოდებდა შარშან შვედეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი მაიდნისკენ და რადიკალიზაციისკენ.
შვედეთის ხელისუფლება დღემდე არც ამ განცხადებას გამიჯვნია, არც შარშან პარლამენტის დაწვის მცდელობა გაუკიცხავს და არც 4 ოქტომბრის შეუმდგარი ძალადობრივი დამხობის მცდელობა დაუგმია. ძალადობის არდაგმობა მომავალი ძალადობის წაქეზებაა”, – წერს პაპუაშვილი.