უშაკოვი უიტკოფთან მისი საუბრის ჩანაწერის გამოქვეყნებას პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა, რომ არ იცის, საიდან მოიპოვა Bloomberg-მა დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ვლადიმერ პუტინის სპეციალურ წარმომადგენელ კირილ დმიტრიევთან მისი საუბრების ჩანაწერები, რომლებიც სააგენტომ გუშინ გამოაქვეყნა.

„ვიღაც ინფორმაციას ამჟღავნებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა“, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, იყო თუ არა მისი საუბარი უიტკოფთან რეალური. მან აღნიშნა, რომ ის საკმაოდ ხშირად ესაუბრება ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს, მაგრამ ამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ აკეთებს.

უშაკოვი მიიჩნევს, რომ ასეთი გაჟონვები „ხელის შეშლისთვის“ ქვეყნდება.

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი ამას ურთიერთობების გასაუმჯობესებლად აკეთებენ“, – დასძინა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.

უშაკოვმა ასევე დაადასტურა, რომ უიტკოფი მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გაემგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები