ჰონგ-კონგში, მაღალსართულიან შენობებში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
ჰონგ-კონგის ჩრდილოეთ ტაი პოს რაიონში საცხოვრებელი კომპლექსის რამდენიმე მაღალსართულიან შენობაში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა,- ინფორმაციას ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ადასტურებენ.
ვანგ ფუკ კორტის საცხოვრებელი კომპლექსი, სადაც ხანძარი გაჩნდა, 2000 საცხოვრებელ ბინას მოიცავს.
სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა „როიტერს“ განუცხადეს, რომ მათ ჯერ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანი შეიძლება იყოს შენობაში.
მთავრობის ცნობით, დამწვრობის შედეგად, სამი ადამიანი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია, დაშავებულია სახანძრო სამსახურის რამდენიმე თანამშრომელიც.
ჰონგ-კონგის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, ხანძრის გამო, ჰონგ-კონგის ორი მთავარი მაგისტრალიდან ერთ-ერთის, ტაი პოს გზის მთელი მონაკვეთი დაიკეტა და ავტობუსების მოძრაობა გადამისამართებულია.