დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს მნიშვნელოვან საკონსერვაციო პროექტებს პოპულაციების აღდგენის მიზნით

დაცული ტერიტორიების დაარსების მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ უნიკალური ფლორისა და ფაუნის ის სახეობები, რომლებიც განსაკუთრებულ დაცვას და კონსერვაციას საჭიროებს, მაქსიმალურად დაცულ გარემოში აღმოჩნდნენ, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა.

„ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს შესაძლებლობას, უზრუნველვყოთ მათი დაცვა და შევინარჩუნოთ მდგრადი პოპულაციები; მეორე მხრივ, შესაძლებელია სისტემური მონიტორინგი, რათა მუდმივად გვქონდეს ინფორმაცია სახეობების მდგომარეობისა და განვითარების დინამიკის შესახებ. ამავდროულად, ვახორციელებთ სხვადასხვა კონსერვაციულ ინიციატივებს, რომელიც მათ გრძელვადიან შენარჩუნებას ემსახურება“, – აღნიშნა თამარ ხახიშვილმა.

როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროდ, არსებობდა სახეობები, რომლებიც სრულად იყვნენ გადაშენებული. მიზანმიმართული ინიციატივებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი პოლიტიკის შედეგად, მოხერხდა მათი ბუნებაში დაბრუნება.

„ამის ნათელი მაგალითია ჯეირნის პოპულაციის აღდგენის პროექტი; სახეობა, რომელიც დაახლოებით 50 წლის განმავლობაში სრულიად გამქრალი იყო საქართველოდან, დღეს კი მისი რაოდენობა ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე უკვე 500 ინდივიდს აღწევს და გამრავლებას განაგრძობს. ვაშლოვანში მოგზაურობისას, ვიზიტორებს უკვე შეუძლიათ, შეუიარაღებელი თვალით დააკვირდნენ ამ უნიკალურ სახეობებს“, – აღნიშნა თავმჯდომარის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები